,,ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა აჩბა, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერმა დევნილები გამოტოვა.
მისი თქმით, ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა.
,,გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ სეგმენტში ვერ მოიძებნა ადგილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებისათვის. არადა თითოეული დევნილი ელოდა, რომ მათი მისამართით რამე ოპტიმისტურს იტყოდა დღეს ქვეყნის პრემიერი.
გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დააზარალა დევნილების ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ომის ვეტერანები და ასე შემდეგ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს! აქვე მინდა ავღნიშნო, ხელისუფლებისგან არგუმენტად იმის მოსმენა,რომ თითქოს დევნილები სრულად შედიან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ადამიანთა რიცხვში, არის სრული აბსურდი, რადგან არსებობს დევნილთა კატეგორია, რომელიც პრემიერ გახარიას მიერ ჩამოთვლილ ვერც ერთ პუნქტში ვერ ხვდება! ხოლო ეს, ექვს თვეზე გაწერილი, ფინანსური დახმარების გეგმა, რომელიც მთავრდება ზუსტად არჩევნების წინ, უფრო მეტად მოგვაგონებს რომელიმე, კონკრეტულად აღებული ერთი პარტიის წინასაარჩვენო კამპანიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ხელისუფლების ქმედებას!“ – განაცხადა მამუკა აჩბამ.
დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

