ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით ობიექტური იყო. პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად” – გახარია

დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. მისი თქმით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა.

„ჩვენი მოქალაქებიის კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა გადასცდა 300 000 – ს, ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც იდეა მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომშიც“ – განაცხადა პრემიერმა.

დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....