ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი თვის დაგვიანდებით, მთავრობა მხოლოდ ახლა აპირებს, რომ გამოაქვეყნოს კონკრეტული ხედვა”- სერგი კაპანაძე

პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე ერთი თვის განვალობაში მოქმედებს და მთავრობა მხოლოდ ახლა აპირებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარდგენას.

ამის შესახებ  სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემები დაგვეწყო, რაც გასაგები და მოსალოდნელი იყო, მაგრამ მოულოდნელია ის, რომ ერთი თვის დაგვიანდებით, მთავრობა მხოლოდ ახლა აპირებს, რომ გამოაქვეყნოს კონკრეტული ხედვა, თან მხოლოდ პროექტი ხედვის, რომელსაც კიდევ რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს, რომ ძალაში შევიდეს<- აცხადებს კაპანაძე.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, “ევროპული საქართველო“ უკვე ერთი თვეა ცდილობს თავისი ხედვა მიაწოდოს ხელისუფლებას და მათ ეს გეგმა ერთი თვის წინ გამოაქვეყნეს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობა დღეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს.

 

იტვირთბა....