საქართველოს მთავრობა დღეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შემდგება. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.
ამასთან, ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.
გარდა ამისა, დღესვე საზოგადოებას გაეცნობა შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც.
ცნობისთვის, 15 აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა. ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.