ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 420 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
ცნობისთვის, 22 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული წინა დღეებშიც. კერძოდ, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი. ეს იყო პირველი დღე, როცა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.