მთავარი ციტატა

“უნდა გავიჭირვოთ, მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება”

“ჩვენ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული, თუკი სიტუაცია გართულდა. ასე რომ, დღეს არავის არ აქვს პოსტკრიზისული გეგმა, ამაზე შევთანხმდეთ. მოლოდინი მაქვს, რომ ის ანტიკრიზისული გეგმა, რაც წარმოდგენილი იქნება, სათანადო იქნება და უპასუხებს იმ მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში სოციალურად არბეობს.”

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი

ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.“ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს.

იტვირთბა....