ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა

პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატებმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილებას კენჭი უყარეს.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 97-მა დეპუტატებმა დაუჭირა მხარი, წონააღმდეგი იყო 10 დეპუტატი.

ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.

შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა.

იტვირთბა....