aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები, კერძოდ, მეორადი აფეთქება”- ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ცრუ დაპირებების დრო არ არის და ყველამ იცის, რომ კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში რთული იქნება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ამ სიტუაციის მართვისთვის, რაც დღეს ქვეყანაშია, აუცილებელია საგანგებო მდგომარების გახანგრძლივება.

“ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარების გახანგრძლივება. ამ გადაწყვეტილების გარშემო როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით.

შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ, მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხომაზე დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობენ. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. პასუხად კი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების შენარჩუნება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ხდება.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.

 

იტვირთბა....