ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება

კრონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.

ამის შესახებ  პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების წინადადებით მიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში შემდეგი 3-4 კვირა რთული იქნება.

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე, გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა. აღნიშნული ინიციატივისთვის დეპუტატებს კენჭი ხვალ უნდა ეყარათ.

 

 

 

იტვირთბა....