aviabiletebi
მთავარი ციტატა

“არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს არ გვეკადრება”

“ეს ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ, მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ, სხვებთან შედარებით, დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშოროსო შეფასებას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყარონ. 

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. პასუხად კი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების შენარჩუნება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ხდება. 

იტვირთბა....