მთავარი ციტატა

“თუკი არსებული მდგომარეობა სიკვდილ -სიცოცხლეს შორის არჩევანს დააყენებს, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ”

“თუკი მსოფლიოში არსებული მდგომარეობა სიკვდილ -სიცოცხლეს შორის არჩევანს დააყენებს , რასაკვირველია, ჩვენ სიცოცხლეს ავირჩევთ და შეზღუდვებს დავაწესებთ, ისევე როგორც ადრე გვქონდა, მაგრამ ყველანაირი პროგნოზით იმედია, რომ ეს საკითხი აქამდე არ მივა, პირიქით ორშაბათიდან ნელ- ნელა დაიწყება ვითარებიდან გამოსვლის გეგმის განხორციელება. ჩვენ ვგეგმავთ და ვგეგმავთ მხოლოდ ერთი პრინციპის საფუძველზე – ეს არის მეცნიერების მიერ მოწოდებული მოსაზრებები და ღრმა ანალიზი საერთო სიტუაციის, რომელიც მსოფლიოში არსებობს.”

გია ვოლსკი – არლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

ეს განცხადება გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობენ. 

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. პარლამენტში კი დღეს სხდეომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.

ოპოზისიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მზად არაა და ბოლო ერთმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. 

იტვირთბა....