ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი დღეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის

პარლამენტში დღეს სხდეომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან.

დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პარლამენტში იმსკელებენ, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დეპუტატების უმრავლესობის ხმა დასჭირდება.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას სრულად დაუჭერს მხარს.ხოლო, საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ მიესალმებიან ოპოზიციის წევრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მმართველი გუნდი რეალურ გეგმას არ წარადგენს, ისინი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმის გასაგრძელებლად მზად არაა, რადგან ხელისუფლებაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების რეალური გეგმა არ გააჩნიათ.

პარლამენტის საგანგებო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მტავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სამო ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა.

 

იტვირთბა....