საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საჭიროა, რადგან ვირუსის ფართოდ გავრცელება არ მოხდეს და ამით მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.
ამი შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა.
თა;ლაკვაძის თქმით, საქართველოში ვირუსის ინფიცირების იმაზე ბევრად მეტი შემთხვევაა, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებამდე იყო.
მისივე შეფასებით, როდესაც ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკს ელოდება, საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე საუბარი არალოგიკურია.
“მსოფლიოში გრძელდება პანდემია, ჩვენს ქვეყანაში არის დღეს იმაზე ბევრად მეტი შემთხვევა, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. შესაბამისად, დღეს საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევების დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და როდესაც ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს და თან ველოდებით უკვე გავრცელების პიკს, დღეს აღარ არის ეს საჭირო, მე ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი,”- აცხადებს არჩილ ტალაკვაძე.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სამო ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. პარლამენტში კი დღეს სხდეომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა.