ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობა 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარადგენს

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს.

ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, ამ დღესვე საზოგადოებას გაეცნობა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც.

“პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადნმინისტრაციამ საზოგადოებას ახალი შეზღუდვები გააცნო. კერძოდ, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კრონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა და ამ წინადადიბით მთავრობამ პრეზიდენტსაც მიმართა. აღნიშნული ინიციატივისთვის დეპუტატებს კენჭი ხვალ უნდა ეყარათ.

იტვირთბა....