ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ აუცილებლად გვექნება ზრდა”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე არის ე.წ. სწრაფი ტესტების საკმარისი მარაგი, რაც ადრეულ ეტაპზე ვირუსის გამოვლენის  საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ განხორციელებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

“ფართოვდება ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია უკვე ქვეყანაში ამის შექმნილი. თუ რომელ ჯგუფებში გაფართოვდება, ამას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები.

თუმცა დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერი გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში და ა.შ. ძალიან მიხარია, 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ, იქ ნული გაქვს შემთხვევა. ეს უკვე ნიშნავს , რომ შედეგს გაძლევს ის ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ. მაგრამ ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ წინ კიდევ შეიძლება გვქონდეს ზრდა და აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყო რამდენიმე ათეული ყოველდღიურად ან ასეული, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენ ჯანდაცვის სისტემას.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

.ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....