მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებიან, ამ დროისთვის 520-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.
მიის ინფორმაციით, დღეს ქობულეთში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს კოორნავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.
“გუშინ გადმოიგზავნა ქობულეთიდან 50 პირის ანალიზი, დღის განმავლობაში დაგვემატება დაახლოებით ამდენივე, პასუხების ნაწილი დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, კორონავირუსით ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 34 პირია დაინფიცირებული.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.