ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ემიგრანტების შესვლა დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ტრამპის თქმით, იმიგრანტების მიღება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დროებით შეჩერდება.
“უხილავი მტრის თავდასხმისა და ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, მოვაწერ ხელს განკარგულებას იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
დღეის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით 792 938 ადამიანი დაინფიცირდა, 42 518 პირი გარდაიცვალა, ხოლო 72 389 – გამოჯანმრთელდა..
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

