ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
დღეის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით 792 938 ადამიანი დაინფიცირდა, 42 518 პირი გარდაიცვალა, ხოლო 72 389 – გამოჯანმრთელდა..
ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 28 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების – 1 953 შემთხვევა.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია. ამ ქვეყნებში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 482 ათას 556 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 170 ათას 482 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 625 ათას 202 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.