საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან 95 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.
ცნობისთვის, 20 აპრილის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 5 ახალი შემტხვევა დადასტურდა.
ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული წინა დღეებშიც. კერძოდ, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი. ეს იყო პირველი დღე, როცა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.