ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსისგან 170 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 482 ათას 556 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 170 ათას 482 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 625 ათას 202 – გამოჯანმრთელდა.

ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 75 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 5 408 შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ წინა დღეებთან შედარებით, მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირედა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით  792 938 ადამიანი დაინფიცირდა, 42 518  პირი გარდაიცვალა, ხოლო 72 389 – გამოჯანმრთელდა..

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....