ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოდარ მელაძემ “მთავარი არხიდან” მისი წასვლა დაადასტურა

“მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

ამის შესახებ მელაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა და მის გუნდს წარმატება უსურვა.

“ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“, – წერს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ტელევიზიიდან მელაძის წასვლის მიზეზად არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება დასახელდა.

 

 

იტვირთბა....