ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა

“მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

ტელევიზიიდან მელაძის წასვლის მიზეზად არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება სახელდება..

არსებული ინფორმაციით,  ნოდარ მელაძესა და ნიკა გვარამიას შორის უთანხმოება მოხდა, რის შემდეგაც “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ის გაუშვა.

“მეტრონომი” ტელევიზიის ჟურნალისტებთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

 

იტვირთბა....