“განვლილმა ერთმა თვემ გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის. არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის… მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს და ასეთ პირობებში ეკონომიკური ყოვლისმომცველი გეგმისა და ნაბიჯების გარეშე საგაგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება იქნება უზარმაზარი პრობლემების მომტანი ასეულობით ათასი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანრმთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ლიდერი.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უნდა მიმართოს, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კენჭისყრას ჩაატარებენ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას არ წარადგენს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ისინი მხარს არ დაუჭერენ.