“ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 108 პაციენტი, აქედან 91 გვყავს კოვიდინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 10 პაციენტი, აქედან 8 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე. ველოდებით ლუგარიდან რამდენიმე ტესტის პასუხს და, თუ მოვიდა უარყოფითი პასუხები, ისინი დატოვებენ კლინიკას. ჯერჯერობით ჩვენთან არცერთი ახალი პაციენტი არ შემოსულა”
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
TV პირველი
შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.