საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.