ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა ბოლნისში გამოვლინდა

ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა – ინფიცირებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული თანამშრომლების კლასტერიდანაა და ერთ-ერთის მჭიდრო კონტაქტია, შესაბამისად, ინფექციის წყარო დადგენილია.

კორონავირუსი არ დაუდგინდა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ „ცხელების ცენტრის“ რამდენიმე მედიკოსს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ ოთხ პირს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 52-ია.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის  ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე  განახლდა. ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.

იტვირთბა....