aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

გამყრელიძე
aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც ამირან გამყრელიძის სიტყვებით იწყება. ის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იცავს, მადლობას უხდის.

ვიდეოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღბანელის მოადგილის, პაატა იმნაძის მოწოდებაც არის: „დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეგობრის და მეზობლის, არამედ საკუთარ სახლში.”

 

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 388 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 86 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,280,365 მიაღწია. გარდაიცვალა 156,338 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 583,387 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....