“მადლობა ნდობისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს,” – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, სულხან თამაზაშვილმა გააკეთა.
“ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ამ კუთხის შვილი ვარ – დავიბადე და გავიზარდე აჭარაში, ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს და რესპუბლიკას”, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ამ პოსტს 7 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა დღეს დატოვა.