ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

რუსეთში, “ერთიანი რუსეთის“ წევრი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლენტა.რუ“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკოსი უცაბედად გარდაიცვალა.

ივან ჟუკოვი 63 წლის იყო. ის დუმის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დეპუტატი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 40 პაციენტი ემსხვერპლა. ჯამში გარდაცვლილია 313 ადამიანი. 

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4,785-ით გაიზარდა. ჯამში ინფიცირებულია 36,793 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,280,365 მიაღწია. გარდაიცვალა 156,338 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 583,387 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 385 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 84 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....