მთავარი ციტატა

“პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობას არ მალავს” – თენგიზ ცერცვაძე

„ზღაპარია, რომ სახელმწიფო დაინფიცირებულების რაოდენობას მალავს. პირიქით, საქართველო არის ყველაზე ტრანსფარენტული, ევროპის ქვეყნების დონეზეა ჩვენთან გამჭირვალობაც. ამიტომ არის რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები, ამერიკა, ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაცია, თქვენ რა გგონიათ, მათ რამე გამოეპარებოდათ, რომ ვმალავდეთ?! ათასი თვალი გვიყურებს, ათასი მაკონტროლებელი გვყავს, არა ყველა კეთილ განწყობილი, ერთი შემთხვევა რომ დაგვემალა ამასობაში, ეს ფაქტები დაიდებოდა და მთელი ჯანდაცვის ორგანიზაცია ილაპარაკებდა. საქართველოს ყველა თვლის სამაგალითოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, იგივე მთელი რიგი წამყვანი ევროპული სახემლწიფოების ჯანდაცვის ხელმძღანველობამ ცალსახად გამოხატეს ნდობა და ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რაც ასევე მოიცავს შემთხვევების ტანსაფარენტულობას. მე პირადად, ჩემი თავით ვაგებ პასუხს იმაზე, რომ არაფერი არ არის დამალული! ერთი ერთში ვუშვებთ ინფორმაციას“

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი

“აიპრესი”

შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება.  გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.

იტვირთბა....