“სულ ვფიქრობდი, მაგალითად, უცხოეთიდან თუ ჩამოდის ადამიანი, ორი კვირა ვამყოფებთ ხოლმე იზოლაციაში, რომ გავიდეს ეს დრო და მერე ითვლება, რომ ეს ადამიანი უსაფრთხოა. ჩემთვის ვფიქრობდი, ხომ არ შეიძლება, გარშემომყოფები რომ მშვიდად იყვნენ, იმ ადამიანებმა, ვინც უნდა ეზიარონ, ორი კვირა რაღაცნაირად თვითიზოლაციაში ამყოფონ თავის თავი”
მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი
TV პირველი
შეგახსენებთ, დღეს, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. არსებული ცნობით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.
დღეს დანიშნული რეისით იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ.