დღეს, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. არსებული ცნობით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.
წმინდა ცეცხლს სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ. ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება. მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ხვალ, 19 აპრილს აღნიშნავს.