ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს ახალი ტიპის კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
“ამ დროისათვის უცხო ქვეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი – ნორვეგიის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, ნორვეგიაში ამ დროისთვის კოორნავირუსის ინფიიცრების 6 905 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 158 ადამიანი ნგარდაიცვალა, ხოლო 32 გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.