მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 183 ათას 877 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 146 ათას 872 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 552 ათას 771 – გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 99 835 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 12 203. ამ მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განმავლობაში, მსოფლიოში 75 463 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვალების 7 064. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა.
14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში 72 023 ინფიცირების ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალების 5 461 შემთხვევა.
აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი წინა დღეებთან შედარებით უფრო იზრდება. ხოლო, 16 აპრილის მონაცემებით, ახალი შემთხვევების გამოვლენამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 678 210 ადამიანი დაინფიცირდა, 34 641 პირი გარდაიცვალა, ხოლო 57 844 – გამოჯანმრთელდა..
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.