საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, არანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა.ვირისით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიიცრების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.