ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც დღეიდან შედის ძალაში.

კერძოდ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა მოტოციკლის, მოპედისა, და ველოსიპედისა.

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუბციის მანქანებზე. ამასთან, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

დადგენილების მიხედვით, საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

17 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლაც.

აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

დღეიდან სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.

ამ მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 15 ათასი ლარით.

მთავრობამ აღნიშნულ შეზღუდვებზე დადგენილება უკვე გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....