ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.
აშშ-ში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 678 210 ადამიანი დაინფიცირდა, 34 641 პირი გარდაიცვალა, ხოლო 57 844 – გამოჯანმრთელდა.
ხოლო, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ინფიცირების 33 862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების კი – 6 087 ახალი შემთხვევა.
შეგახსენებთ, 16 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ინფიცირების 30 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების კი – 2 490 ახალი შემთხვევა.
ეს რიცხვები აჩვენებს, რომ აშშ-ში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი წინა დღეებთან შედარებით უფრო იზრდება. სწორედ აშშ-ში მაჩვენებლის ზრდის ხარჯზე, მსოფლიოში ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლენილმა ახალმა შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.