ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში ინფიცირების 30 ათასზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით  644 348 ადამიანი დაინფიცირდა, 28 554  პირი გარდაიცვალა, ხოლო 48 708 – გამოჯანმრთელდა.

ხოლო, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ინფიცირების 30 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების კი – 2 490 ახალი შემთხვევა.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 84 ათას 42 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 134 ათას 669 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 515  ათას 108 – გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....