aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების 83 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 84 ათას 42 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 134 ათას 669 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 515  ათას 108 – გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში 83 051 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 7 887. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა.

შეგახსენებთ, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განმავლობაში, მსოფლიოში 75 463 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვალების 7 064. ამ მონაცემის მიხედვით, წინა დღესთან შედარებით, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა.

14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში 72 023 ინფიცირების ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვალების 5 461 შემთხვევა.

აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი წინა დღესთან შედარებით უფრო იზრდება.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით  644 348 ადამიანი დაინფიცირდა, 28 554  პირი გარდაიცვალა, ხოლო 48 708 – გამოჯანმრთელდა..

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....