“ჩვენ დავეხმარებით სხვა ქვეყნებს. დავეხმარებით იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, სხვა ქვეყნებს. ძლიერად დავეხმარებით. ვფიქრობ, რუსეთს დასჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები. მათ ახლა რთული დრო აქვთ მოსკოვში. ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენ დავეხმარებით სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სუნთქვის აპარატები სჭირდებათ, ჩვენ ბევრი გვექნება.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 644 348 ადამიანი დაინფიცირდა, 28 554 პირი გარდაიცვალა, ხოლო 48 708 – გამოჯანმრთელდა.