“ამაზე ძალიან ბევრი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სახელი იქნება დატანილი. კმაყოფილი ვარ. მათი დარიგება არ შეფერხდება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება დიდი, მსუყე, მშვენიერი ჩეკის მიღებით, რომელზეც ჩემი სახელია.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
მის შესახებ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, პანდემიის გამო, ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მთავრობისგან მოქალაქეები 1200 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. აშშ-ის მოქალაქებისთვის გაგზავნილ ჩეკებზე დონალდ ტრამპის ხელმოწერა იქნება დატანილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 644 348 ადამიანი დაინფიცირდა, 28 554 პირი გარდაიცვალა, ხოლო 48 708 – გამოჯანმრთელდა.