aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“მინდა ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ვთხოვო და მოვუწოდო – დარჩით სახლში” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი, კახა კალაძე “ფეისბუქზე” ვიდეომიმართვით, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ეკლესიის მრველს მოუწოდებს სადღესასწაულო დღეებზე დაიცვან ქვეყნაში მოქმედი წესები.

ვიდეომიმართვაში, კალაძემ ასევე განმარტა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით იქნა მიღებული.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით რომ არის საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი “მაგრამ” ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე გაითვალისწინეთ, სადაც უნდა იმყოფებოდეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი წესი, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს ცხრა საათიდან. შესაბამისად, ისევე როგორც მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ამ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს აღნიშნული წესები. ყველა ხვდება იმას, რომ არავის სიამოვნებს ამ ვითარებაში ცხოვრება, რომელშიც ახლა იმყოფა მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ. რთულია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დავცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია-ადამიანის სიცოცხლეზე, ამიტომ, ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოებაც და მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია არის მოყვასზე ზრუნვა. ამდენად, სახლში დარჩენა მორწმუნე ადამიანის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. მინდა ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ვთხოვო და მოვუწოდო-დარჩით სახლში და ილოცეთ სხვების ჯანმრთელობისთვის, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის!  დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....