საქართველოს მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, სხვადასხვა საჭიროებებისთვის საქართველოს 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფისკალურ და სხვა საჭიროებებზე დაიხარჯება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ და ბანკის პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ, ბანკის ფინანსურ მხარდაჭერაზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს.
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველადი შეთანხმება დონორებთან უკვე მიღწეულია და წლის ბოლომდე ეკონომიკის მხარდასაჭერად ქვეყანა 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.
“პირველადი მოლაპარაკების შედეგადად დონორებისგან ინექციის სახით 1,5 მილიარდი დოლარს მივიღებთ. ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც დონორ ორგანიზაციებთან პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს ინექციები სახელმწიფო მიმართულებით განხორციელდება, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარება”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.