საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს რომ ინფიცირების შემთხვვეები ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
ამ დროისთვის, საქართველოში მხოლოდ სამი რეგიონია, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ესენია: გურია, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი.
ამ საკითხ ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმიანება და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამ რეგიონებში ვირუსის ინფიცირების შემთხვევა არსებობდეს, მაგრამ ჯერ გამოვლენილი არ იყოს.
“ტესტირების არეალი ახალი გაფართოებულია და ვვარაუდობთ, რომ თითქმის ყველა რეგიონში გამოვლინდება. დროის ფაქტორი იყო უბრალოდ. შეიძლება იყოს შემთხვევები და გამოვლენელი არ არის. შესაძლოა შემთხვევები მეტი იყოს და ნაკლები ვიცოდეთ, მაგრამ დიაგნოსტიკის გაფართოებასთან ერთად, გამოვლენა დაიწყება,” – აღნიშნა ბუწაშვილმა „რეზონანსთან”.
კახეთში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში ამ დრომდე ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ რეგიონებში ინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.