ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ის ეპიდემიოლოგებისგან ვერ იღებს ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება გავრცელების პიკი.

მისივე თქმით, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება ვირუსის პიკური პერიოდი.

“გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს ინფიცირებული 30 ადამიანი, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ის მძიმე კარანტინის ზონები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ქვეყანაში მრავლობს, ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად, დღეს მიუხედავად იმისა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს, ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არის გლობალური გამოწვევა, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი“,- განაცხადა გახარიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე  გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.

გარდა ამისა, მტავრობის გადაწყვეტილებით,  ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

 

იტვირთბა....