მთავარი ციტატა

“საპატრიარქოს დაცვის ინფიცირებულ წევრს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია”

“ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა.”

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი

ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნული სოციალურ ქსელში დაწერა. 

დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დადასტურდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვირუსით ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი  საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....