“აშშ-ის პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი.”
ენდრიუ ქუომო – ნიუ-იორკის გუბერნატორი
ენდრიუ ქუომო CNN-თან საუბრისას აღნიშნულით დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “მას სრული ძალაუფლება აქვს”.
დონალდ ტრამპმა ამის შესახებ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, რომ როდის გაიხსნება შტატები, თვითონ განსაზღვარავს, რადგან მას ამის სრული უფლებამოსილება აქვს.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 587 155 ადამიანი დაინფიცირდა, 23 644 გარდაიცვალა, ხოლო 36 948 – გამოჯანმრთელდა.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.