“როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს. სრული, ეს ასე იქნება და გუბერნატორებმა ეს იციან.“
დონალდ ტრამპი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება ტრამპმა ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომების გამარტივების შესახებ გააკეტა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მისი პრეროგატივაა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით 587 155 ადამიანი დაინფიცირდა, 23 644 გარდაიცვალა, ხოლო 36 948 – გამოჯანმრთელდა.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე ორ მილიონს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.