ყველა პირს, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირთან სავარაუდოდ კონტაქტში იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ ის პირებს, რომლებსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება.
ინფიცირებულია მამა გიორგი პაპავა, რომელიც მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექციით სასულიერო პირი გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ხოლო დღეს ის დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. ამ დრომდე, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.