კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, რომელიც თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
სოლოღაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც მათ ცენტრში არიან მოთავსებული.
სოლოღაშვილის თქმით, ოჯახის წევრების ინფიცირების წყარო უცნობია.
?დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცახდა მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.